რის გამო მოხვდა მასწავლებელი საგიჟეთში

  • 6 დეკემბერი 15:06, 2019 წელი

მასწავლებელი, რომელიც 5 მოსწავლესთან ეროტიული ფოტოსურათებს აგზავნიდა მათთან ინტიმური კავშირის გამო საგიჟეთში მოხვდა.

30 წლის ფიონა ვიოტი 2013 წლიდან 2019 წლამდე მუშაობდა ისტორიის მასწავლებლად და წყალბურთის მწვრთნელად, კეიპ- თაუნის ეპარქიალურ კოლეჯში.
ოქტომბერში ფიონამ სამსახური მას შემდეგ მიატოვა, როდესაც ცნობილი გახდა 18 წლის სტუდენტთან სექსუალური ურთიერთობის შესახებ. თუმცა გამოძიების დროს დადგინდა, რომ მუშაობის დროს მას მინიმუმ კიდევ ხუთ ახალგაზრდასთან იწვა, რომლებსაც წყალბურთში ამეცადინებდა.
გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვიოტი ეროტიული ხასიათის ფოტოებს და ვიდეოებს აგზავნიდა, რომლებიც შემდგომში გამოქვეყნდა პორტალ Pornhub- ზე. როდესაც გოგონამ გაარკვია, რომ ვიდეოები ღია ქსელში იყო, მისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა გახდა საჭირო. მისი ადვოკატის თქმით, ფიონა ამჟამად "არასტაბილურ მდგომარეობაშია".
სამხრეთ აფრიკის კანონების მიხედვით, სექსზე ურთიერთთანხმობის ასაკი 16 წელია. რადგან ყველა ახალგაზრდა, რომელთანაც ფიონა იწვა 18 წლისაა, ეს არ განიხილება სისხლის სამართლის დანაშაულად. ამასთანავე ამ ამბის გახმაურების შემდეგ ახალგაზრდა ქალმა მაშინვე განცხადება დაწერა სამსახურიდან წასვლის შესახებ, ამიტომ მასზე რაიმე დისციპლინური სანქცია არ შეიძლება იყოს გამოყენებული.


მოსწავლეთა მშობლებმაც არ წაუყენეს ბრალი მასწავლებელს. ფიონა ვიოტი ცნობილი წყალბურთელი და ყოფილი მოდელია.


წყარო