დოდო გუგეშაშვილი ილია მეორესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

  • 6 დეკემბერი 14:31, 2019 წელი

თადარიგის პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი აცხადებს, რომ ყოფილი მხედრიონელების ვიდეომიმართვა, რომელიც "რუსთავი2"- მა გაავრცელა, გამიზნული იყო და ვიდეოსაც ხმა ჩაუგდეს.

"რამდენიმე დღის წინ "რუსთავი 2 ის" ეთერში ვიხილეთ ხმაჩაგდებული განცხადება ვეტერანებისა, სადაც თვითონ წამყვანი ადებდა ტექსტს და ამბობდა, რომ მხედრიონი და გვარდია შეიარაღებული აჯანყებით იმუქრება. მოტანილი მაქვს ვიდეომასალა, სადაც არა მხოლოდ მხედრიონელები და გვარდიელები, არამედ გამსახურდიას მომხრე ყოფილი შენაერთის ბიჭებიც აკეთებენ ასეთ განცხადებას, რომ ისინი გვერდში უდგანან პატრიარქს, საქართველოს, გმობენ თავმოჭრილი ხატების თემასა და სოდომისტურ პროპაგანდას. მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ, ეს უმსგავსო სიუჟეტი, რაც გაავრცელა "რუსთავი 2-მა", რომელიც იყო საზოგადოების შეცდომებში შეყვანა, გავაპროტესტოთ და შევიტანოთ განცხადება ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში"- განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა.


წყარო.