ქუთაისში ოპოზიციის საპროტესტო აქცია დაიწყო

  • 6 დეკემბერი 14:16, 2019 წელი

ქუთაისში ოპოზიციის საპროტესტო აქცია დაიწყო. 

აქციის წევრები კიკვიძის პარკში შეიკრიბნენ და ისინი მსვლელობას სამხარეო ადმინისტრაციის მიმართულებით დაიწყებენ. 


როგორც "ევროპული საქართველოს" წევრი აკაკი ბობოხიძე აცხადებს, აქცია 2 საათის განმავლობაში გაგრძელდება, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება მათ ხელს არ შეუშლის. 


აქციის წევრები 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ. 


წყარო.