"მეტადონის პროგრამის შესახებ გასული გადაცემის შემდეგ რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლეს"

  • 6 დეკემბერი 13:28, 2019 წელი

"ნანუკას შოუს" "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, მეტადონის პროგრამის შესახებ გასული გადაცემის შემდეგ რამდენიმე დაცვის თანამშრომელი, რომელიც ტერიტორიას აკონტროლებდა სამსახურიდან გათავისუფლებულია.

"რეაგირება მეტადონის პროგრამის შესახებ გასული გადაცემის შემდეგ:


ჩემი ინფორმაციით, ჩვენი გადაცემის შემდეგ, მოიხსნა რამდენიმე დაცვის თანამშრომელი, რომელიც აკონტროლებდა ტერიტორიას, სადაც პროგრამის წევრებს თავისუფლად გამოჰქონდათ პირით მეტადონი და შემდეგ ყიდდნენ.


ასევე, დაიწყო პრობლემური თემების შესწავლა. დაიწყეს იმ კომპანიების შესწავლა, რითის ყალბი მივლინებები კეთდებოდა.


მისასალმებელია ეს რეაგირება!" - ნათქვამია "ნანუკას შოუს" ფეისბუქის გვერდზე.