დაკეტილი სკოლები და შეწყვეტილი აქტივობები- რუსეთის სოფელში 60-მდე დათვი შეიჭრა

  • 6 დეკემბერი 13:08, 2019 წელი

რუსეთში, ჩუკოტკის რაიონში  მდებარე სოფელ რირკაიპის 56 თეთრი დათვი შეესია. მოულოდნელი სტუმრების გამო სოფელში ყველა სახის აქტივობა შეწყდა, დაკეტილია სკოლები.

როგორც გაირკვა, დათვები იქაური ზამთრისთვის უჩვეულო სითბოს გამო ვერ ახერხებენ რირკაიპიის ნაპირების დატოვებას თოვლის თხელი ფენის გამო. ამის გამო ისინი სანადიროდ ზღვაში ვერ გადიან. ცხოველები გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რის გამო სოფელში სიარულს მოუხშირეს. ექსპერტების თქმით, თეთრი დათვები გამოფიტულები არიან და ძირითადად ლომვეშაპების ნარჩენებით იკვებებიან.


სულ სოფელში 700-მდე ადამიანი ცხოვრობს, თუმცა დათვების გახშირებული სტუმრობის გამო, შესაძლოა, მოსახლეობის ევაკუაცია მოხდეს.


წყარო.