რეინჯერებმა მყინვარწვერისკენ მიმავალი ბილიკი დაასუფთავეს 

  • 6 დეკემბერი 12:51, 2019 წელი

რეინჯერებმა მყინვარწვერისკენ მიმავალ ბილიკზე დასუფთავების აქციაში მიიღეს მონაწილეობა, რისთვისაც მათ მადლობის სიგელები გადაეცათ. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძემ რეინჯერებს მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის და ტერიტორიების დასუფთავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.


„დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლები და რეინჯერები აქტიურად არიან ჩართულნი დასუფთავების აქციებში. მყინვარწვერისკენ მიმავალ ბილიკზე მართლაც რთული მდგომარეობა იყო, მაგრამ რეინჯერების შრომის შედეგად, დღეს ტერიტორია დასუფთავებულია. მინდა მოვუწოდო ყველა ტურისტს, მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ, ნუ დაანაგვიანებენ ტერიტორიებს“ - განაცხადა ვალერიან მჭედლიძემ.


მყინვარზე, რომელიც ზღვის დონიდან 3 653 მეტრზე მდებარეობს, მსოფლიოში არსებული პრაქტიკის შესაბამისად, ნაგვის ურნები განთავსებული არ არის, ვინაიდან ტერიტორიიდან ნაგვის სისტემატური გატანა, ბუნებრივი პირობების გამო, შეუძლებელია.