პაბლო ესკობარის ძმა Apple-ის და ილონ მასკის წინააღმდეგ გამოდის

  • 6 დეკემბერი 12:44, 2019 წელი

1993 წელს მოკლული კოლუმბიელი ნარკობარონის პაბლო ესკობარის ძმა რობერტო ესკობარი აპირებს Apple-ის ჩაძირვას და იმის დამტკიცებას აპირებს, რომ კარგი სმარტფონი 1000 დოლარზე ნაკლები შეიძლება ღირდეს.

რობერტო ესკობარმა დრეკადი სმარტფონი გამოუშვა, რომელიც 350 დოლარი ღირს - ეს ამ მოდელის ყველაზე იაფი ტელეფონია მსოფლიოში.


მოდელი სახელწოდებით Escobar Fold 1, წარმოადგენს ჩინური Royole FlexPai ოქროსფერ ანალოგს და მისი რეალური ფასი 1400 დოლარია,  თუმცა ესკობარი მზადაა ფასი 4-ჯერ შეამციროს.


"ეს არის Apple-ის გაყიდვების შემცირების მხოლოდ პირველი ნაბიჯი. მე ვამბობდი, რომ Apple-ს გავანადგურებ და ამას გავაკეთებ. მე ადამიანებს 350 დოლარად ისეთი ტელეფონების შეძენის საშუალებას მივცემ, რომელთაც ათას დოლარზე ნალებად ვერ იყიდიან. ჩემი მიზანია Apple-ის დამარცხება, მე ამას გავაკეთებ, როგორც ყოველთვის ერთპიროვნულად", - განაცხადა რობერტო ესკობარმა.


პარალელურად ის უერთდება კოლექტიურ საჩივარს, რომლის ავტორებიც მოითხოვენ Apple-ისგან 30 მლრდ. დოლარის "არალეგალური მოგების დაბრუნებას". ისინი დარწმუნებულები არიან, რომ Apple-ი ტელეფონებზე გაუგონარ ფასებს აწესებს.


Escobar Fold 1 შეზღუდული რაოდენობით,  მხოლოდ 100 000 ეგზემპლიარი გამოვიდა. მისი შეძენა შესაძლებელია Escobar Inc.-ის ოფიციალურ საიტზე.


ნარკობარონის ძმა ასევე აპირებს უჩივლოს სასამართლოში ილონ მასკს, რომელმაც, მისი თქმით, გაზის ღუმელის  Not a Flamethrower-ის (არა ცეცხლმფქრევი) იდეა და კონსტრუქცია მოიპარა.