ჯორჯ ციმერმანი, მის მიერ მოკლულის 17 წლის ბიჭის ოჯახს სასამართლოში უჩივის

  • 6 დეკემბერი 12:27, 2019 წელი

BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯორჯ ციმერმანი, რომელმაც 2012 წელს შავკანიანი მოზარდი ტრეივონ მარტინი მოკლა, მის ოჯახს სასამართლოში უჩივის.  

გამოცემის ინფორმაციით, ციმერმანი ამტკიცებს, რომ მარტინებმა მთავარ მოწმეს - ტრეივონის შეყვარებულ ბრიტანი დაიმონდ იუჯინს, რომელიც მკვლელობამდე მარტინს ტელეფონით ესაუბრებოდა, ცრუ ჩვენება მიაცემინეს. გამოძიების მსვლელობისას კი ბრიტანი მისმა დამ შეცვალა, რომელმაც გამომძიებლებს ყალბი ინფორმაცია გადასცა. ციმერმანი მოკლულის ოჯახს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 100 მილიონ დოლარს სთხოვს.


სამეზობლო პატრულის მოხალისე ციმერმანმა 17 წლის შეუიარაღებელი მარტინი მაშინ მოკლა, როცა მოზარდი მაღაზიაში ტკბილეულის საყიდლად მიდიოდა. მოხალისეს მოეჩვენა, რომ ბავშვი საეჭვოდ იქცევა, იმ პერიოდში კი უბანში რამდენიმე ძარცვა მოხდა. 


 


წაიკითხეთ სრულად.