"არც გერმანული, არც ფრანგული, ახალ მოდელს ვეღარ მივიღებთ"

  • 6 დეკემბერი 12:19, 2019 წელი

"საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვის შემდეგ მმართველ გუნდს საარჩევნო სისტემის ცვლილება აღარ შეუძლია", - ამის შესახებ ენძელა მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, პირადად ის, შერეული სისტემის მომხრეა, თუმცა პროპორციული სისტემის კანონპროექტს ხალხის მოთხოვნის გამო დაუჭირა მხარი. 


"მათ აქვთ ამის უფლება და მე ვერ გეტყვით რატომ გააკეთეს ეს ინიციატივა, შევიკრიბებით და ვისაუბრებთ. ისედაც დამთავრებული იყო საუბარი ამ თემაზე, იმიტომ რომ ჩვენ აღარ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ მივიღოთ ეს ცვლილება, არც გერმანული არც ფრანგული და ახალ მოდელს ვეღარ მივიღებთ. უნდა შევეგუოთ იმას, რომ ამ პრინციპით უნდა ჩავატაროთ არჩევნები. მე მხარს ვუჭერ შერეულ სისტემას და პროპორციულს დავუჭირე იმიტომ მხარი, რომ ეს იყო ხალხის მოთხოვნა. არ მიმაჩნია, რომ არჩევნები მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით უნდა იყოს," - განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა.


უმრავლესობის სხდომაზე მთავარი განსახილველი საკითხი მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილის მიერ მომზადებული კანონპროექტია, რომელიც სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედებას ეხება.


წყარო.