რას გეგმავს სამოტივაციო სპიკერი - "მივიღე გადაწყვეტილება, რომ მთელი ჩემი ცოდნა უანგაროდ გაგიზიაროთ"

  • 6 დეკემბერი 12:04, 2019 წელი

სამოტივაციო სპიკერი დავით კენჭაძე ბიზნესისა და კარიერის მიმართულებით დაგროვებულ ცოდნას საზოგადოებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე "ლაივ ჩართვების" საშუალებიით გაუზიარებს.

"დიდი ხნის წინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩემი ცხოვრებისეული მისია იქნებოდა დავხმარებოდი ადამიანებს უფრო მეტი შემოსავლების მიღებაში. აქამდე რასაც ვაკეთებდი მგონია, რომ მეტ-ნაკლებად ეხმარებოდა ადამიანებს, მაგრამ ვფიქრობ რომ ეს არ არის საკმარისი.


სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ მთელი ჩემი ცოდნა და გამოცდილება, ყველაფერი რასაც ვასწავლიდი ტრენინგების სემინარების, საკონსულტაციო პროექტების დროს და რაშიც წლების წინ ვიღებდი ჰონორარს ახლა გავუზიარო ყველა ადამიანს სრულიად უანგაროდ. 


შემდეგი კვირიდან იქნება ბევრი ლაივ ჩართვები სადაც ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრ რჩევას მოგცემთ ბიზნესზე და კარიერაზე, რომელიც დაგეხმარებათ უფრო მეტი შემოსავლების მიღებაში".