დავით გარეჯის მკვიდრი - ძნელია ამ ყველაფრის ყურება, უბრალოდ მეშინია ნერვებმა არ მიმტყუნოს

  • 6 დეკემბერი 11:14, 2019 წელი

 - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში

დავით გარეჯის მკვიდრის ზვიად ანანიაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ყველგვარი საერთაშორისო ნორმების დაცვის გარეშე გარეჯი ისევ ოკუპირებულია აზერბაიჯანის მიერ.

მისი თქმით, საზღვარზე ავტომატიანი მესაზღვრეები დგანან და საზღვრის კვეთის შემთხვევაში ნებისმიერ პირს დააკავებენ.


"გარეჯი დღეს:


ისევ ოკუპირებულია აზერბაიჯანის მიერ, ყოველგვარი საერთაშორისო ნორმების დაცვის გარეშე.. –
ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე.


ასე მიიჩნიეს საჭიროდ და მორჩა!


დააყენეს ავტომატიანი მესაზღვრეები და უბრძანეს: თუ ვინმე გადმოკვეთს საზღვარს(მათ მიერ ცალმხრივად დადგენილ საზღვარს) დააკავეთ! ხოლო თუ ვინმე შეგეწინააღმდეგებათ ჩააძაღლეთ ადგილზეო.. – ასეთია კეთილმეზობლობა...


ასე იცის კეთილ მეზობლობამ თურმეჩვენი ჩინოვნიკების პოზიცია შემდეგია: ისინი დიდი მონდომებით უწონიან კვერცხებს, ჩვენს ე. წ კეთილ მეზობელს და ფხანენ კიდევაც საჭიროების შემთხვევაში...


ძალინ ბევრი შემიძლია ვისაუბრო ამ თემაზე, უბრალოდ მეშინია ნერვებმა არ მიმტყუნოს და "არასახელმწიფოებრივი" განცხადება ან მოწოდება არ გავაკეთო...


ამაზეც შენდობას ვითხოვ 


მართლა ძნელია ამ ყველაფრის ყურება...


P. S
მტერს არ ვუსურვებდი ჩემს ადგილას ყოფნას," - წერს ზვიად ანანიაშვილი.