ის მურმან ჯინორიას ყოფილი ცოლი იყო - ბაია დვალიშვილის სიყვარულის უცნობი ისტორია

  • 6 დეკემბერი 10:20, 2019 წელი

მსახიობი ბაია დვალიშვილის პირველი მეუღლე, მისი კოლეგა მურმან ჯინორია გახლდათ. 17 წლის იყო, როდესაც ის მურმან ჯინორიას გაჰყვა ცოლად, თუმცა თანაცხოვრება ხანმოკლე აღმოჩნდა. წყვილი ერთ წელში დაშორდა. 

 


ბაია პირველ სიყვარულს ასე იხსენებს:


"მაშინ, 17 წლის ასაკში, ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ ერთად შემოვიდა - პირველი სიყვარული, თეატრი, მიშა თუმანიშვილი... ეს ყველაფერი თავბრუდამხვევი იყო. ჩემი გათხოვება პროტესტი იყო - ოჯახში დედა წყვეტდა ყველაფერს. მე სიტყვის გამოთქმის თავისუფლება არ მქონდა. ამიტომ გავთხოვდი, თუმცა ბანალურად და ძალიან მალე დამთავრდა. მე და მურმანი ერთ წელში დავშორდით. ამბობდნენ, რომ ეს დედაჩემის ჩარევის გამო მოხდა, მაგრამ არა. ეს იყო დიდი გრძნობა, ოღონდ ძალიან დიდი ხნის წინათ იყო. მერე დიდხანს არხეინად თავისუფალი ვიყავი. რა არის ცუდი თავისუფლებაში? შეიძლება დიდ ოჯახშიც მარტო გრძნობდე თავს და - პირიქით. ბევრია ცხოვრებაში ისეთი რამ, რითიც შეიძლება მარტო მყოფიც დაკავდე და გაიზარდო. ამ ცხოვრებაში იმიტომ მოვდივართ, რომ უკან გაზრდილები დავბრუნდეთ. ამაში მხოლოდ წიგნის კითხვა არ იგულისხმება. უბრალოდ, საინტერესოდ უნდა იცხოვრო.


რაც შეეხება მეორე მეუღლეს, ჩამოყალიბებული "სტარაია დევა" ვიყავი, 31 წლის. რეჟისორის, ნანა ხატისკაცის 60 წლის იუბილეზე მივედი და იქ გავიცანი მისი ბიძაშვილი, რეზო ხატისკაცი. იქ მაინცდამაინც არ მიგრძნია რაიმე განსაკუთრებული. მერე რეზომ დამირეკა... და რომანტიკის და შეხვედრების გარეშე, ერთი თვეც არ იყო გასული, რომ ცოლად გავყევი. სიყვარული ბევრ სახეცვლილებას განიცდის. მიჩვევა, შეგუება, კომპრომისი - ცალკე ისეთი სიტყვებია, რომელზეც იტყვი - რა შუაშია სიყვარულთანო, მაგრამ არის შუაში. ეს ყველაფერი გაძლებინებს მასთან, ვისთან ერთადაც გინდა გაძლო და არა გაძლებაზე იყო. ის აღმაფრენა გადის, მერე დათმობა, ატანა და ანგარიშის გაწევა მოდის".


წაიკითხეთ სრულად.