ქართველი მოდელის ქმარი ჭაში დამხრჩვალი იპოვეს - „ჩემი ლა­მა­ზი სიზ­მა­რი დამ­თავ­რდა“

  • 6 დეკემბერი 00:29, 2019 წელი

თიკა სი­ხა­რუ­ლი­ძე სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო "ნა­ტა­ლის" პირ­ვე­ლი თა­ო­ბის მო­დე­ლია.

 

კი­ევ­ში ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბიზ­ნეს­მე­ნი ნიკა და­ვი­თაშ­ვი­ლი ჭაში ჩა­ვარ­დნი­ლი ნახეს.


ირკვევა, რომ მას ახლობლები რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. მას ბიზნესი საქართველოში ჰქონდა და უკრაინაში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამართალდამცავებმა მკვლელობაში ბრალდებულები - ორი ჩეჩენი და ორი რუსი ეროვნების მამაკაცი უკვე დააკავეს. რატომ მოკლეს ახალგაზრდა კაცი, უცნობია. ერთი ვერსიით, დამნაშავეები მისთვის თანხის გამოძალვას ცდილობდნენ. ნიკა და­ვი­თაშ­ვი­ლი მო­დელ თიკა სი­ხა­რუ­ლი­ძის მე­უღ­ლე იყო. წყვილს ორი არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლი - ქალ-ვაჟი ჰყავს. 


"ჩემი ლა­მა­ზი სიზ­მა­რი დამ­თავ­რდა", - წერს თიკა სი­ხა­რუ­ლი­ძე "ფე­ის­ბუ­ქში". მო­დელს მე­გობ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი უსამ­ძიმ­რე­ბენ. 


წყარო