რას ნიშნავს ასო "V" თქვენს ხელისგულზე?!

  • 6 დეკემბერი 00:02, 2019 წელი

ხელისგულზე დააკვირდით გულის ხაზს. იგი იწყება ნეკა თთის ძირიდან, მიუყვება მთელს ხელისგულს და მთავრდება შუა და საჩვენებელ თითებს შორის.

თუკი ეს ხაზი შუა ნაწილიდან ორად იყოფა, ესე იგი, თქვენ ნანატრი "V" ასოს ბედნიერი მფლობელი ხართ!


ხელისგულზე "V" ასოს არსებობა იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ ცხოვრებაში ბევრი წარმატება გელით - როგორც კარიერული, ისე ფინანსური თვალსაზრისით.
რაც უფრო გრძელია "V", მით უფრო წარმატებული იქნება თქვენი ნაბიჯები.
ქირომანტები ამბობენ, რომ "V" მეტყველებს ბობოქარ ახალგაზრდობაზე, რომელიც სავსეა მიზნისთვის და საკუთარი პიროვნების განვითარებისთვის ბრძოლით, აი ცხოვრების შესამჩნევი გაუმჯობესება კი 35 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ არის მოსალოდნელი. რა თქმა უნდა, შესაძლოა, დიდი მემკვიდრეობა გერგოთ, მაგრამ უმეტესწილად ეს თქვენი თავდაუზოგავი შრომისა და ბრძოლის შედეგი იქნება.


თუ "V" მარჯვენა ხელისგულზე გაქვთ:
ეს ნიშნავს, რომ გამართლება, ძირითადად, სიყვარულსა და მეგობრობაში გელით. ცხოვრება უმეტესწილად კარგ ადამიანებთან შეგახვედრებთ.
თუ "V" ასო მოკლეა, ეს მიუთითებს სავარაუდო ადრეულ ქორწინებაზე, თუმცა დიდი შანსი გაქვთ, ეს ყმაწვილური სიყვარული მთელი ცხოვრება გაგყვეთ და მტკიცე ოჯახი შექმნათ.
თუ "V" ასო დიდი ზომისაა, სავარაუდოდ, თქვენ თქვენი ცხოვრების სიყვარულს მოწიფულ ასაკში შეხვდებით, თუმცა ქორწინება ასევე მყარი და ხანგრძლივი იქნება.
საერთო ჯამში კი, მათ, ვისაც „V“მარჯვენა ხელისგულზე აქვთ, სულიერი ჰარმონია და კეთილდღეობა მთელი ცხოვრების განმავლობაში არ მოაკლდებათ.


თუ "V" მარცხენა ხელისგულზე გაქვთ:
ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი პროფესიული წარმატებები და მაღალი საზოგადოებრივი სტატუსი გელით. რაც უფრო გაშლილია ასო, მით უფრო ფართო შესაძლებლობები აქვს ამ ხელისგულის პატრონს, თუმცა მათი რეალიზება მთლიანად თავად ამ პიროვნებაზეა დამოკიდებული.


თუ "V" ორივე ხელისგულზე გაქვთ:
ეს ძალიან იშვიათი შემთხევაა და მიუთითებს იმაზე, რომ: გაქვთ შესაძლებლობა, ერთდროულად რამდენიმე სფეროში მიაღწიოთ წარმატებას; მიიღოთ სერიოზული მატერიალური საჩუქარი მემკვიდრეობით; მოიგოთ დიდი თანხა ლატარეაში მას შემდეგ, რაც 25 წელს გადააბჯებთ.


დაბოლოს, არ დაგავიწყდეთ, რომ ხელისგულის ხაზები ცხოვრების განმავლობაში იცვლება იმის მიხედვით, თუ როგორია ჩვენი არჩევანი და ჩვენი ქმედებები.


წყარო