დავით მათიკაშილი: რაც გვარამიამ და მისმა ბელადმა გააკეთეს, ეს ხელისუფლების დამხობისკენ პირდაპირი მოწოდებაა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით ისჯება

  • 5 დეკემბერი 23:27, 2019 წელი

„ევროსასამართლო უთითებს ინფორმაციის გავრცელებაზე ან კრიტიკაზე და არა ხელისუფლების დამხობის მოწოდების ფაქტზე. რაც გვარამიამ და მისმა ბელადმა გააკეთეს, არ არის ხელისუფლების კრიტიკა. ეს ხელისუფლების დამხობისკენ პირდაპირი მოწოდებაა, რაც ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით”, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშილი სოციალურ ქსელში წერს.

„ცოტა ხნის წინ დავით ჯანდიერს ქონია მცდელობა გაემართლებინა ნიკა გვარამია და ამისთვის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებიდან „ამონარიდი" მოუშველიებია. რეალურად იმ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორ აღიქვამს ხელისუფლება ჟურნალისტის მიერ ინფორმაციის გავრცელებას ან კრიტიკას, იგი არ უნდა იყოს მიჩნეული, როგორც მთავრობის ან კონსტიტუციური წყობილების დამხობისკენ მოწოდება. ევროსასამართლო უთითებს ინფორმაციის გავრცელებაზე ან კრიტიკაზე და არა ხელისუფლების დამხობის მოწოდების ფაქტზე! რაც გვარამიამ და მისმა ბელადმა გააკეთეს, არ არის ხელისუფლების კრიტიკა. ეს ხელისუფლების დამხობისკენ პირდაპირი (სიტყვასიტყვით) მოწოდებაა, რაც ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით. ქმედების დანაშაულად დაკვალიფიცირება პროკურატურის და სასამართლოს პრეროგატივაა, მაგრამ ფსევდოდასავლელი მავნებლების ნამოქმედარის გასამართლებლად ევროსასამართლოს გადაწყვეტილების არასწორი ინტერპრეტირება მხოლოდ მათ სასარგებლო ტენდენციურობას ნიშნავს, ფაქტი კი ჯიუტია”, - აცხადებს დავით მათიკაშვილი