ქედის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

  • 5 დეკემბერი 20:46, 2019 წელი

ანტიკორუფციულმა სამსახურმა აჭარაში,ქედის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ტარიელ თურმანიძე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა.

ადვოკატის ინფორმაციით,  მისთვის საქმის მასალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა  საუბარია ათასი ლარის ოდენობით ქრთამის აღებაზე.


ადვოკატის ინფორმაციით ბრალდებულს თბილისში გადაიყვანენ.


ტარიელ ქათამაძეს ბრალს ოფიციალურად 48 საათში წაუყენებენ.