პირველ კლასიკურ გიმნაზიაში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

  • 5 დეკემბერი 20:11, 2019 წელი

პირველ კლასიკურ გიმნაზიაში 6 დეკემბერს, 13:00 საათზე საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად აქცია სახელწოდებით “სკოლა და კლასელები ვაჟა გაფრინდაშვილისთვის" გაიმართება.

 

 

ცნობისთვის, საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს. 


15 ნოემბერს ექიმს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. 


საქართველოში აშშ-ის საელჩომ საოკუპაციო ძალებს მოუწოდა დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ექიმი გაფრინდაშვილი.