"ორჯერ გაიკეთა ქიმიოთერაპია" - ხათუნა ჟორდანია მძიმე დაავადებას ებრძვის

  • 5 დეკემბერი 19:01, 2019 წელი

მომღერალმა ზურა ხაჩიძემ მისი მეუღლის ხათუნა ჟორდანიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე "რეიტინგთან" ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

მომღერლის თქმით, მისმა მეუღლემ ორჯერ გაიკეთა ქიმიოთერაპია და ამ ეტაპისთვის თავს უკეთ გრძნობს“


– ზურა, ჩვენთვის ცნობილია, რომ თქვენი ოჯახი ახლა დიდი განსაცდელის წინაშე დგას – თქვენი მეუღლე, ხათუნა ჟორდანია მძიმე დაავადებას ებრძვის, რას ამბობენ ექიმები?


– ხათუნას გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ის ყველაფრის მიუხედავად გვერდით მიდგას. მას უნდა ბევრი რაღაც გავაკეთო, მაგრამ ბიუჯეტს სხვადასხვა პრიორიტეტები აქვს და ვერ ვახერხებ. ორჯერ გაიკეთა ქიმიოთერაპია და მადლობა ღმერთს, გაუმჯობესდა მდგომარეობა. მესამე ქიმიოთერაპიის შემდეგ გავიგებთ, რა მდგომარეობაშია მისი დაავადება. იმედი მაქვს, დავამარცხებთ და გავიმარჯვებთ.


წყარო.