ესტონელი მომღერალი "ევროვიზიის" შესარჩევ კონკურსზე საქართველოზე მღერის (ვიდეო)

  • 2020news.ge
  • 5 დეკემბერი 17:51, 2019 წელი

"ევროვიზიის" შესარჩევ კონკურსზე ესტონელი მომღერალი ეგერტ მილდერი საქართველოზე სიმღერით წარსდგება.

კონკურსი ესტონეთში თებერვალში გაიმართება, ეგერტ მილდერი ამ კონკურსის ერთ-ერთი მონაწილეა 24 კონკურსანტიდან.


კონკურსში გამარჯვებული უკვე ესტონეთს წარადგენს ევროვიზიაზე.


Georgia (On My Mind) – ასე ეწოდება სიმღერას, რომლის კლიპიც საქართველოშია გადაღებული. მომღერალი 3 წლის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში


"ეს არის ქვეყანა, რომელმაც ყველაზე მეტად შეცვალა ჩემი ცხოვრება. დღეს, ძვირფასო საქართველოვ, შენ უფრო ლამაზი ხარ, ვიდრე ოდესმე, შენი თბილი გულითა და ხასხასა ფერებით. მოხარული ვარ, რომ შემიძლია ვაჩვენო შენი მშვენიერება ჩემ შემდეგ მუსიკალურ ვიდეოში," – წერს მომღერალი ინსტაგრამზე.


სრული ვერსიის ნახვა 2020news.ge