აშშ-ში ქალმა 100 წლის იუბილე 88 შვილთაშვილთან და 49 შვილთაშვილის შვილთან ერთად აღნიშნა

  • 14 აგვისტო 15:41

ჩრდილოეთ კაროლინის შტატის მკვიდრ ჯულია ლი კელის შთამომავლების 6 თაობა ჰყავს ნანახი. მან 100 წლის იუბილე 5 შვილთან, 30 შვილიშილთან, 88 შვილთაშვილთან, 49 შვილთაშვილის შვილთან და 1 შვილთაშვილის შვილიშვილთან ერთად აღნიშნა. 

ტრადიციის მიხედვით, დიდი ოჯახი ჯულიას დაბადების დღეს ყოველ წელს ერთად აღნიშნავს, თუმცა ამჯერად, კორონავირუსის პანდემიის გამო ისინი ერთად ვერ შეიკრიბნენ და მას სახლს მანქანებით ჩაუარეს.