გონს როდესაც მოვედი, სრულიად შიშველი ვიყავი - რას ჰყვება არასრულწლოვანი ბიჭი

  • 13 აგვისტო 21:35

17 წლის ბიჭი, რომელიც 45 წლამდე მამაკაცმა გააუპატიურა, „ტვ პირველის“ ეთერში ამბობს, რომ ნასვამ მდგომარეობაში თავი შეუძლოდ იგრძნო და ცირკთან ახლოს მდებარე ტყეში შევიდა.

 

„თავი ვიგრძენი ცუდად, გულის რევის შეგრძნება მქონდა და შევედი ტყეში, იქვე ჩამოვჯექი, უცებ მოვიდა ვიღაც, დამიწყო ხელზე შეხება და კოცნა. გავუმეორე რომ თავი დაენებებინა, მაგრამ მაინც არ შემეშვა. დავკარგე გონება და გონს როდესაც მოვედი სრულიად შიშველი ვიყავი“,- ამბობს არასრულწლოვანი.


შეგახსენებთ, თბილისში 12 აგვისტოს, გვიან ღამით არასრულწლოვანი ბიჭი გააუპატიურეს. შემთხვევა ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.


მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137/ე მუხლითაა დაწყებული, რაც გაუპატიურებას გულისხმობს და ითვალისწინებს პატიმრობას 6-დან 8 წლამდე.