პენსიონერ ქალს, რომელსაც წამლების შესაძენად თანხა არ ეყო, ფული უცნობმა კაცმა გადაუხადა

  • 13 აგვისტო 20:48

სოციალური ქსელის მომხმარებელი ფეისბუკში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც პენსიონერს უცნობი კაცი ეხმარება და მედიკამენტებს ყიდულობს.

მისი თქმით, უცნობმა კაცმა მოხუცს დაახლოებით 147 ლარის წამლები აჩუქა.


„სასწაულის მომსწრენი გავხდით დღეს (12:08:2020) იმპექსის თანამშრომლები... მედიკამენტების შესაძენად შემობრძანდა პენსიონერი ქალბატონი რომელსაც თანხა არ ჰყოფნიდა გამოწერილი წამლების შესაძენად... მან ფარმაცევტს სთხოვა პენსიამდე რომ მეყოს იმდენი წამალი გამომიწერეთო...


ამ დროს ერთ-ერთმა მომხმარებელმა, უცნობმა მამაკაცმა, გამოიჩინა გულისხმიერება და მოითხოვა წამლების სრული კურსი მიეცათ მოხუცისთვის, თანხა კი თავად გადაიხადა. 


მედიკამენტების საფასური 147 ლარი იყო....


უფალმა ამრავლოს ასეთი კეთილი და გულისხმიერი ადამიანები სიკეთე გადამდებიაა....“- წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.