ბაჩალიაშვილმა გაუჩინარების დღეს რამდენიმე სელფი გადაიღო

  • formulanews.ge
  • 13 აგვისტო 18:14

გაურკვევლ ვითარებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გაუჩინარების დღეს 23 წლის პროგრამისტს რამდენიმე ფოტო აქვს გადაღებული.

რამიშვილის აზრით, ფოტოებზე გადმოცემული განწყობა თვითმკვლელობის განზრახვის მქონე ადამიანისას ემოციებს არ ჰგავს. 


„გუშინ აღმოვაჩინეთ ფოტოები, თავის მობილურში. დილის 10:03:43 საათზე არის გადაღებული სელფი. ძალიან კარგი განწყობა ჰქონდა, ძალიან კარგ ხასიათზე არის ბავშვი“, - აცხადებს რამიშვილი.


ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5 - დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. 

სრული ვერსიის ნახვა formulanews.ge