სიკეთეს არაღიარება დავუპირისპირეთ, დენდროლოგიური პარკი უნიკალურია - დავით ჩიხელიძე

  • 13 აგვისტო 17:40

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ჩიხელიძის განცხადებით, საქართველოში შექმნილი დენდროლოგიური პარკი უნიკალურია, რადგან ის ხელოვნურად გააშენეს და მსგავსი მასშტაბის პროექტი არცერთ ქვეყანას განუხორციელებია. 

ჩიხელიძის განმარტებით, პირველ რიგში, გულისხმობს გადარგული ხეების ასაკს და მოცულობას, ასევე ადგილობრივი ფლორისა და ფაუნისთვის სრულიად უცხო, უნიკალური ელემენტების ჩამოტანა/ჩამოყვანა, გაშენებას.


„დენდროლოგიური პარკის რეალური ფასი ყველაზე უკეთ მეცნირებმა იციან, რადგან მათ მუშაობისთვის და ახალი სამეცნიერო აღმოჩენებისთვის ხელსაყრელი პირობები აქვთ. ცალკე აღნიშვნის ღირსია, რომ პარკში, ვიზიტორთა ნაკადი გახსნის დღიდან არ წყდება“,- ამბობს დემოკრტაიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი და აღნიშნავს, რომ საზოგადოებამ სათანადო ყურადღება არ მიაქცია კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში, ბიძინა ივანიშვილის მიერ, 100 მილიონის შეტანის ფაქტს.


„მსოფლიომ აღიარა ჩვენ კი არ ვაღიარეთ, ფაქტია მსოფლიო მასშტაბით ივანიშვილი გახდა ადამიანი რომელმაც ყველაზე დიდი თანხა გადარიცხა ამ პანდემიასთან ბრძოლაში. ყველამ ერთად ვნახეთ, რომ აღნიშნული თანხა საზოგადოების კეთილდღეობას და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ხმარდება“, - განაცხადა დავით ჩიხელიძემ.


პარალელურად, ის ყურადღებას ამახვილებს ქუთაისის უნივერსიტეტის გახსნის ფაქტს და ამბობს, რომ საზოგადოებამ არც ეს აღნიშნა სათანადოდ.


„მალე, პირველ სტუდენტს მიიღებს ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომლის შესახებ მსოფლიო საუბრობს (სრულიად სამართლიანად), მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც ყველაზე უკეთ გამოგვდის - „გავატარეთ“ ... კიდევ უამრავი ფაქტის თქმა შეიძლება, სადაც სიკეთეს უბრალოდ არ აღიარება არ დანახვა (იგნორი) დავუპირისპირეთ... სამწუხაროდ, გულგრილობა და არ დანახვა საზოგადოების ყოველდღიურობად და ჩვენს პრობლემად იქცა, დღესაც როგორი აქტუალურია კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვები: „ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს, მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები“..... პ.ს.ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი დასტურია, რომ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია განათლება და მომავალი თაობა. ქართველი ადამიანისთვის ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა განათლებას, სწორედ ამაზე მიუთითებს გელათის და იყალთოს აკადემიები, რომლებიც მსოფლიო მნიშვნელობის საგანმანათლებლო ცენტრები იყო. ნიშანდობლივია, რომ სწორედ ქუთაისში, იქ სადაც ისტორიულად, საგანმანათლებლო მძლავრი კერა არსებობდა, განათლების სექტორის განვითარების ახალი ეტაპი ეწყება“. - განმარტა დავით ჩიხელიძემ.