თენგიზ ცერცვაძეს მხატვრულ ფილმში იღებენ

  • primetime.ge
  • 13 აგვისტო 17:38

ცნობილ იმუნოლოგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს – თენგიზ ცერცვაძეს მხატვრულ ფილმში იღებენ. 

„გააზიარე სიყვარული“ – ასე ასათაურებს ნიკოლოზ ხომასურიძე ისტორიულ რომანტიკულ ფანტასტიკას, რომლის სცენარის ავტორიც თვითონ გახლავთ, ამის შესახებ „პრაიმტაიმი“ წერს.


სიუჟეტის თანახმად, საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნებული შეყვარებული წყვილი კარანტინში ხვდება და ერთმანეთის ნახვის საშუალება არ აქვთ. სპეციალური სუნთქვითი ვარჯიშების მეშვეობით კი გადადიან სხვადასხვა დროსა და სივრცეში, სადაც ისტორიულ გმირებს ხვდებიან. მთავარ როლებში არიან გიორგი გილიგაშვილი და ელისაბედ ბერიშვილი. ფილმში ითამაშებენ ბექა თურმანიძე, ლაშა კანკავა, გიორგი და ოთო დარჩიაშვილები, გიორგი მეგრელიშვილი და სხვა.


როგორც ნიკოლოზ ხომასურიძე ამბობს, ფილმში ბატონი თენგიზ ცერცვაძე თანამედროვე ეპოქის გმირად არის გამოყვანილი. ფილმში გადღებაზე თენგიზ ცერცვაძე მარტივად დასთანხმდა.


„დეტალურად გავიარეთ, რაზე იქნება ფილმი, რა როლს ვთავაზობდით… აღმოჩნდა, რომ მასაც იგივენაირი პატივისცემა გააჩნდა ჩვენს მიმართ, როგორც ჩვენ – მისადმი“- ამბობს ნიკოლოზ ხომასურიძე.

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge