აწყურში ნაკვეთიდან ლობიო მოიპარეს - პატრონს ვიდეოკამერების დაყენებს ურჩევენ

  • 13 აგვისტო 17:12

სოციალური ქსელის მომხმარებელი გაგა მუმლაძე აწყურში, ნაკვეთში ლობიოს მოსავლის მოპარვის შესახებ პოსტს აქვეყნებს. როგორც გაგა იტყობინება, დილის 5 საათზე ნაკვეთი პატრონს გადაკრეფილი დახვდათ.

პოსტში აღნიშნულია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის და ნაკვეთიდან მოსავლის მოპარვის შემთხვევბი საკმაოდ ხშირია.


„დილამშვიდობისა „საქურდველო!“


სწორედ ასე ეძახდა ჩემი ერთ-ერთი ლექტორი ჩემს სამშობლოს სტუდენტობისას, თუმცა გამოუცდელობის გამო მხოლოდ ღიმილით ვისმენდი ჩემი სამშობლოს ამ ეპითეტს.


ბოლო 5 წელია მე და ჩემს საუკეთესო მეგობარს გვაქვს ორგანული სოფლის მეურნეობა, რომლისგანაც 7 ოჯახს საქართველოს 3 რეგიონში აქვს ათიათასობით ლარი შემოსავალი და ამ წლების მანძილზე თავს არ ვზოგავთ კეთილი საქმის საკეთებლად. ვცდილობთ ჩვენს გარშემო მცხოვრები ადამიანების ცნობიერება ეკოლოგიურად სუფთა, მდგრადი სოფლის მეურნეობის მიმართ გავზარდოთ და ფინანსური სარგებელი მიიღონ ჩვენი ორგანული სოფლის მეურნეობისგან.


თუმცა საქურდველოში ყველაფერი რთულია, დილის 5 საათიდან ლობიოს ყანაში ჩაჩოქილი მუშაობა, არაერთ დღეს დაღვრილი ოფლი დარჩა ამაო, დღეს აღმოვაჩინეთ, რომ კვლავ ვიღაცამ მოიპარა, ეს შარშანდელი ფოტოა, წელს 2700 კვადრატულ მეტრ მიწაზე (27 მეასედი) ლობიო სრულად გაკრიფეს.
ქურდობა ყველგან ხდება, თუმცა არა ისე მასიურად როგორც საქურდველოში. იყო დრო მასიურად ვპარავდით სახელმწიფოს, მაშინდელი სისტემა ქურდობაზე იყო აგებული 70 წლის მანძილზე, დადგა დრო ეს გენეტიკური გახდა და ერთმანეთის ნაშრომს ვიპარავთ.


ამით იმის თქმა მსურს, რომ ამ ქვეყანაში არაფრის კეთება არ ღირს, სრულიად ერია სამკურნალო. 5 წლიანი 24/7-ზე შრომის შედეგად მიღებული დასკვნაა, ქურდობა გენეტიკაში გვაქვს ჩადებული და ჩვენ არ ვართ იშვიათობა ამ მეურნეობაში, მთელ საქართველოში მასიურად იპარავენ, ეს ჩვენ თუ არ ვაღიარეთ და გამოვასწორეთ აუცილებლად გადავშენდებით“, - წერს გაგა მუმლაძე.


მუმლაძეს მეგობარმა ნაკვეთში ვიდეოთვალის დაყენება ურჩიეს.