გორში 17 წლის გოგო მოიტაცეს

  • 12 აგვისტო 15:41

არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ დამფუძნებელი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ გუშინ 11 აგვისტოს გორში 17 წლის გოგო მოიტაცეს.

„გუშინ გორში მოიტაცეს 17 წლის გოგო. პოლიცია მშობლებს ეუბნება: „რას ნერვიულობთ, შვილი გაგიბედნიერდათო.“ სასოწარკვეთილი მშობლები რეკავენ ყველგან: ჩვენთან, გენ.ინსპექციაში, პოლიციაში ხომ სხედან და სხედან და ასევე ითხოვენ მედიის ჩართვას.


ამ ამბავს ასე არ დავტოვებთ! არც ერთ გოგოს არ დაგითმობთ გამტაცებლებს!“- წერ პატარაია.