ბათუმში კაცი მე-12 სართულიდან გადახტა

  • 12 აგვისტო 15:25

ბათუმში ახალგაზრდა კაცი საცხოვრებელი კორპუსის მე-12 სართულიდან გადახტა, სავარაუდოდ მან სუიციდი სცადა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ის ადგილზე მისვლისას გარდაცვლილი დახვდა.


როგორც დაიჯესტს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.