მოკლეს, არაკაცებმა და დაგვცინოდნენ, ინტელექტუალურად დავეხმარეთო - ნუკა არველაძე

  • 12 აგვისტო 11:53

თბილისის მერიის თანამშრომელი, ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ფოტოს აქვეყნებს და ამ საქმის შესახებ წერს.

მისი თქმით, „მკვლელებმა“ სრულიად საქართველო მოატყუეს და აძებნინეს ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი. როგორც პოსტიდან ვიგებთ, არველაძე ბრალდებულების ქმედებამ გააღიზიანა, რადგან მალავდნენ დანაშაულს, არ აწუხებდათ სინდისი და საქმიდან თავის დაღწევას ცდილობდნენ.


„მოკლეს, არაკაცებმა!!


მოკლეს, იცოდნენ და 4 დღე სრულიად საქართველოს დასცინოდნენ, როცა ყველას იმედი გვქონდა ცოცხალს იპოვნიდნენ!!!


4 დღე მშვიდად ეძინათ და ადვოკატებთან ერთად თავის დაღწევის მცდელობით იყვნენ დაკავებული!!! - აი ეს მაგიჟებს!!!


ინტელექტუალური დახმარებაო, დგვცინოდნენ ყველას!!!


ღმერთის გეშინოდეთ ღმერთის!!!“- წერს არველაძე.