ნიკა ჟვანია აღიარებს, რომ ხელკეტი ფეხის არეში დაარტყა - ადვოკატი

  • 11 აგვისტო 20:20

გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბე, ნიკა ჟვანია, ბრალს აღიარებს. 

ის აქამდე ძალადობაში მონაწილეობას უარყოფდა, თუმცა დღეს ციხიდან გამოსულმა ადოვკატმა განაცხადა, რომ დაკავებულმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა.


კონკრეტულად ამბობს, რომ დანაშაულის ადგილზე ხელკეტით იმყოფებოდა და ერთ-ერთს ფეხის არეში დაარტყა.


ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულთაგან 5 პირს პროკურატურამ ბრალი განზრახ ჯგუფურად მკვლელობის მუხლით წარუდგინა. დანარჩენ 12 პირს კი ბრალი ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ედებათ.


21 ივნისს, 4-დღიანი ძებნის შემდეგ, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა არაგვში იპოვეს. ექსპერტიზის დასკვნით, მისი გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა, რომელიც წყალში დახრჩობით განვითარდა.


ასევე 11 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცადება, სადაც წერია, რომ შაქარაშვილი ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი მდინარე არაგვში გადააგდეს, რის გამოც ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა.