ქადაგიშვილი ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობიდან აქტიურად იყო ჩართული ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში - ირაკლი სესიაშვილი

  • 11 აგვისტო 19:51

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ქადაგიშვილის კახეთში წარდგენას ეხმაურება.

„ირაკლი ქადაგიშვილი ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობიდან ძალიან აქტიურად იყო ყოველთვის ჩართული ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში და ეს თავად, მიანიშნებს მის დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის მომავლისა და პრობლემების მიმართ“, - აცხადებს სესიაშვილი.


მისი თქმით, ირაკლი ქადაგიშვილი მუნიციპალიტეტის პრობლემებში კარგად ერკვევა და ის უშუალოდ იყო ჩართული ამ რეგიონის პრობლემების მოგვარებაში:


„ქადაგიშვილი ბოლო ოთხი წელიწადი გახლდათ კახეთის გუბერნატორი. შესაბამისად მისი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ არა მხოლოდ კარგად ერკვევა მუნიციპალიტეტის პრობლემებში, არამედ უშუალოდ ჩართული იყო ამ პრობლემის მოგვარებაში და ცხადია, საკანონმდებლო ორგანოდან მას მეტად შეუძლია კონცენტრირებული იყოს პრობლემებზე და ამიტომ ვთვლი, რომ მისი მხარდაჭერით ჩვენი მოსახლეობა მხარს დაუჭერს ადგილობრივი პრობლემების ხელისუფლებამდე მიტანისა და მისი მოგვარების ამბავში. გარდა ამისა უწესიერესი და საქმეზე ორიენტირებული ადამიანია და იმედი მაქვს, რომ ჩვენი მოსახლეობა მას მხარდაჭერას გამოუცხადებს „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად ,“ - განმარტა