საქართველოს ბოლო ორი მკვდარი მობეზრდა - ვაკანსია მკვდრის თანამდებობაზე

  • 11 აგვისტო 19:37

სამოქალაქო აქტივისტი კუკური ბარამიძე, იგივე დომენიკ მანგო, მორიგ ვიდეომიმართვას აქვეყნებს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით.

ის საქართველოს ფსიქიატრიულ რესპუბლიკას უწოდებს, სადაც „ლაზღანდარა“ დედები ცხოვრებენ. ის სწორედ მსგავსი ქალების ფენომენზე საუბრობს, რომელბიც სიძულვილის ენით საუბრობენ. მისი თქმით, ასეთ ადამიანებს სისხლი სწყურიათ. სწორედ ეს ტრაგიზმი აძლიერებთ და სალაპარაკო თემას აძლევს.


„საქართველოს ბოლო ორი მკვდარი მობეზრდა... ახლა ვაკანტური ადგილებია გამოცხადებული მკვდრის თანამდედობაზე...


ვისაც გსურთ პოპულარობა სიკვდილის შემდეგ ან თქვენი სიკვდილის შემდეგ გსურთ ქუჩას შენი სახელი დაარქვან, გირჩევთ, რაც შეიძლება ტრაგიკულ, ბუნდოვან ვითარებაში გაიპარეთ, ხეზე მიიბით თავი, ხელი შეიკარით და ეცადეთ თავში ნჯახი ჩაირტყათ. ეს იმიტომ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწიოს გამოძიება მკვლელობაა თუ თვითმკვლელობა...  


ეს სჭირდება საზოგადოებას, რათა დედებმა ილაპარაკონ რომ შენ ჰაკერი, შენ პორნო ვარსკვლავი იყავი და მაგიტო მოკლეს....


ლაზღანდარა ქართველ დედას მკვდარი სჭირდება, რომ დაწეროს საიდან დაინერგა სიძულვილის ენა, საიდან არის ამდენი ბოროტება, არადა თვითონაა სიძულვილში გაზრდილი, საბჭოეთში. ჩამოიმხობს შარფს და გლოვობს ეკრანიდან ეკრანზე შვილს, დააფრიალებს ამ შავ შარფს.“- ამბობს მანგო.