ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის თანამშრომლებს კორონავირუსი აღმოაჩნდათ

  • 11 აგვისტო 17:48

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განაცხადებით, ყაზბეგში 5 პირს Covid-19 დაუდასტურდა. ინფიცირებული პაციენტები ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის თანამშრომლები არიან.

გამყრელიძის თქმით, ყაზბეგში სპეციალიტთა ჯგუფი პირდაპირი და ირიბი კონტაქტებს ადგენს. 


„გიდასტურებთ, რომ ყაზბეგში გვაქვს ლაბორატორიულად დადასტურებული 5 შემთხვევა. ამჟამად ადგილზე მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა, მხედველობაში მაქვს ყაზბეგის მუნიციპალიტეტი. ვიცით დაახლოებით საიდან შეიძლება იყოს, ამიტომაც მიმდინარეობს ეპიდკვლევა. პერსონალურ ინფორმაციას ვერ მოგცემთ. ჩვენგანაც წავიდა ჯგუფი და თვითონ ადგილობრივი ჯანდაცვაც სწავლობს კონტაქტებს”, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ „კურიერთან“ საუბრისას.