სად და როგორ შეძლებთ კორონავირუსზე უფასო ტესტის გაკეთებას

  • 11 აგვისტო 17:00

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ქვეყნის მასშტაბით არსებულ იმ კლინიკების დასახელებებს აქვეყნებს, სადაც მოქალაქეებს COVID-19-ის დიაგნოსტიკის უზრუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში გათვალისწინებული ამბულატორიული დიაგნოსტიკის უფასო სერვისი მიეწოდებათ.

ლუგარის ლაბორატორიაში დაიჯესტს განუცხადეს, რომ კორონავირუსზე ტესტის ჩატრება უფასო იმ შემთხვევაში იქნება, თუ ამას ოჯახის ექიმი საჭიროდ ჩათვლის.


ანუ საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტმა უნდა მიმართონ ოჯახის ექიმს. თუ ექიმი ჩათვლის, რომ მოქალაქეს ესაჭიროება შესაბაისი ტესტი, ადგილმდებარეობისა და რეგისტრაციის მიხედვით მისცემს მიმართვას, რომლის საფუძველზეც ადამიანს ახალ ვირუსზე უფასოდ გამოიკვლევენ. 


სამედიცინო დაწესებულელების ჩამონათვალი:






ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა. დღემდე ინფიცირების 1264 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან გამოჯანმრთელდა 1054, ხოლო გარდაიცვალა 17 მოქალაქე.