ადამიანი გადააგდეს წყალში და ჩანთა დაენანათ? - ვახო სანაია

  • 11 აგვისტო 16:34

შაქარაშვილის საქმეზე ხუთი პირისთვის ბრალის დამძიმებას ეხმაურება ჟურნალისტი ვახო სანაია, რომელიც სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

როგორც სანაია წერს, მტკიცებულებას დამნაშავეები ადგილიდან აქრობენ, თუმცა ცნობილია, რომ შაქარაშვილის წელის ჩანთა მდინარე არაგვთან ახლოს არის ნაპოვნი.


დაიჯესტი ვახო სანაიას სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:


„როცა ადამიანს კლავენ და ამ ფაქტის დამალვა უნდათ, მტკიცებულებას შეგნებულად ტოვებენ ხოლმე გამოსაჩენ ადგილზე, მოდით მალე დამიჭირეთო ? ჩანთას ვგულისხმობ. ადამიანი გადააგდეს წყალში და ჩანთა დაენანათ ?“- წერს ვახო სანაია.



ცნობისთვის, დღეს, 11 აგვისტოს შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 5-ს ბრალი ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინა. ამასთან, პროკურატურაში განაცხადეს, რომ სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავმდამსხმელებმა მდინარეში გადააგდეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.