მაკა რაზმაძე: რამდენი უწყინარი ახალგაზრდაა გამქრალი თანატოლების კომპლექსებისა და ყოყლოჩინობის გამო

  • 11 აგვისტო 16:05

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე 19 წლის გიორგი შაქარაშვილი მკვლელობის საქმეზე პროკურატურის სპეციალურ ბრიფინგს ეხმაურება.

რაზმაძე აღნიშნავს, რომ ახალგაზრდები კომპლექსების გამო ერთმანეთს არ ინდობენ, რასაც გახამაურებული თუ გაუხმაურებელი ტრაგედიები მოჰყვება ხოლმე.


„შაქარაშვილის ამბავი გახმაურდა და გავიგეთ... რამდენი ასეთი უწყინარი ახალგაზრდაა გამქრალი და დაღუპული თანატოლების კომპლექსების დაკმაყოფილების და ყოყლოჩინობის გამო, რომლის ამბავიც არც გაგვიგია. რა გახდა ეს შურისძიებები და ერთმანეთის დევნა.


ეს საყვარელი მომღიმარი ბიჭი ჯერ მხოლოდ იწყებდა ცხოვრებას. მხოლოდ 19-ის იყო... არ დაინდეს, სადისტურად მოკლეს და მერე სიცილ-კისკისით გააგრძელეს ქეიფიც და ცხოვრებაც... ახლა კი დაისჯება ეს 5 ადამიანი, მაგრამ ბოლო იქნება შაქარაშვილი?


ვინ იცის...


როგორ გვინდოდა ყველას, რომ დადასტურებულიყო სიმართლე, დადასტურებულიყო რომ მოხდა მკვლელობა. და როცა დადასტურდა რა საშინელი შეგრძნებაა ...“ - წერს მაკა რაზმაძე.



ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილი მკვლელობის სამეზე პროკურატურამ გამოძიების შუალედური დასკვნა გაასაჯაროვა, სადაც აღნიშნულია, რომ 5-მა პირმა შაქარაშილს სცემეს და შემდეგ წყალში გადააგდეს.