თორნიკე მამალაძე: სასულიერო პირებს, რომლებიც დეკანოზს ციხეში სტუმრობდნენ, მღვდელმსახურება შეუჩერეს

  • 11 აგვისტო 15:39

პატიმრობაში მყოფი დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე სოციალური ქსელით იტყობინება, რომ გიორგი მამალაძესთან თითქმის ერთი წელია, რაც საპატრიარქოდან არავინ შესულა.

უფრო მეტიც, მამლაძე წერს, რომ ყველა სასულიერო პირს, რომელიც დეკანოზს სისტემატიურად სტუმრობდა, საპატრიარქომ სტატუსი შეუჩერა.


„ქრისტიანულ სათნოებათა შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი - პატიმართა მიმართ მზრუნველობის გამოჩენაა. ამ სათნოების ყველაზე აქტიური განმახორციელებელი საპატრიარქო და სასულიერი იერარქები უნდა იყვნენ, წესით. აი, უკვე წელიწადზე მეტია, საპატრიარქოდან არავინ შესულა მამა გიორგისთან ნუგეშისა და ზიარების მისაცემად. უფრო მეტიც, იმ სასულიერო პირებს, რომლებიც ჩემს ძმას რეგულარულად სტუმრობდნენ საპყრობილეში, მღვდელმსახურება შეუჩერეს, ამით დასაჯეს და სხვებსაც მიანიშნეს, რომ დეკანოზის მიმართ თანაგრძნობის გამოხატვა დასჯადია საპარტიარქოს მხრიდან.


ამბობენ, ისტორიული მოვლენები განმეორებისა და მიმსგავსების მუდმივ რეჟიმში არიანო და, მართლაც, ვხედავ, როგორ დაემსგავსა ჩვენი საპატრიარქო კაიაფას სინედრიონს, რომელმაც მაცხოვარი სასიკვდილოდ გაწირა“, - წერს გიორგი მამალაძე.



ცნობისთვის, 2017 წლის 10 თებერვალს დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს, რომელსაც ჩხრეკისას მომწამვლელი ნივთიერება, ნატრიუმის ციანიდი აღმოაჩნდა. პროკურატურის ბრალდების მიხედვით, აღნიშნული ნივთიერებით დეკანოზი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლას გეგმავდა.


დეკანოზს პატრიარქის რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის 9 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.