თენგიზ ცერცვაძე: ვირუსის მეორე ტალღა ჯერ არ დაწყებულა

  • resonancedaily.com
  • 11 აგვისტო 13:40

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, მესტიაში არსებული ვითარება საგანგაშო არ არის. ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველოში ვირუსის ასეთი კერების გაჩენის ალბათობა მაღალია.

როგორც მედიკოსი ამბობს, საქართველოში ვირუსის მეორე ტალღა ჯერ არ დაწყებულა.


„დრო და დრო ასეთი კერები საქართველოში გაჩნდება, რადგან ჩვენ თუ არ ჩავთვლით საერთაშორისო მიმოსვლას, სხვა ყველა შეზღუდვა ქვეყნის შიგნით მოხსნილია, სრული მასშტაბით მიმდინარეობს, როგორც შიდა ტურიზმი, ისე ბიზნესი. მე ვერ ვხედავ ამაში საგანგაშოს, ზუსტად ასე იყო გავრცელება ყარაჯალაში და გარდაბნის რაიონში, ეს ინციდენტი ერთ კვირაში ამოიწურა.


ეს არ არის მეორე ტალღა, ეს არის ლოკალური შემთხვევა. რატომ არის ჩვენი ქვეყანა წარმატებული კოვიდთან ბრძოლაში? - როგორც კი გამოჩნდება ასეთი კერა, მყისიერი რეაგირება ხდება“,- განაცხადა ცერცვაძემ.


ცნობისთვის, 12 აგვისტოს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მესტიასა და უშგულში ბოლო დღეებში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, 28 დღის განმავლობაში კარანტინი გამოცხადდა.

სრული ვერსიის ნახვა resonancedaily.com