ნანუკა ჟორჟოლიანმა დისკრიმინაციის წახალისების და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპები დაარღვია

  • 11 აგვისტო 13:33

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ნანუკა ჟორჟოლიანმა დისკრიმინაციის წახალისების და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპები დაარღვია - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ავრცელებს.

ქარტიას გრიგოლ ჩიქოვანმა და ნინო ჩიქოვანმა მიმართეს.


მხარეები სადავოდ ხდიდნენ მთავარ არხზე, 2020 წლის 11 მარტს გასულ გადაცემას „ნანუკას შოუს“, რომელიც ხაშურში 5 მარტს მომხდარ შემთხვევას - ყოფილი ქმრის მიერ, ცოლის ცივი იარაღით დაჭრას ეხებოდა.


განმცხადებლის განმარტებით, ჟურნალისტის მიერ გადაცემაში მოწვეულმა სტუმარმა (დანაშაულში ბრალდებული მამაკაცის დედამ) ისაუბრა მსხვერპლის ცხოვრების ინტიმურ დეტალებზე, პიროვნულ მახასიათებლებსა და ქცევებზე. შეინიშნებოდა სტერეოტიპების წამახალისებელი ტენდენცია და ხდებოდა არა მხოლოდ ქალის, არამედ ბავშვის პირადი ცხოვრების დეტალების გასაჯაროვებაც.