სოციალური ქსელიდან წამოსული აგრესია, უკვე მკვლელობასა და თვითმკვლელობაში გადავიდა - ხატია წერეთელი

  • თბილისელები
  • 10 აგვისტო 18:31

მომღერალი და საზოგადოებისთვის ცნობილი სახე ხატია წერეთელი ამბობს, რომ თავისუფალი და შეუზღუდავი ადამიანია. ამასთან აღნიშნავს, რომ ადამიანების ყველაფერზე სიცილი ისევე აღიზიანებს, როგორც აგრესია.

მისივე თქმით, ყველას არ შეუძლია საკუთარი თავისა და ოჯახის წევრების დაცვა, ამიტომ სოციალურ ქსელში გადმოფრქვეული ცილის წამება და ბულინგი როგორმე ვინმემ უნდა შეაჩეროს.


„თამამი, შეუზღუდავი და თავისუფალი ადამიანი ნამდვილად ვარ. მარტივი ცხოვრება არ გამივლია და არც არავის გასარჩევია. რომც ილაპარაკონ, ეს ჩემს ცხოვრებაზე გავლენას ვერ მოახდენს. თუმცა ხანდახან ზედმეტი მოსდით, ზედმეტ აგრესიას აფრქვევენ და საჭიროა, შეაჩერო. ამ შემთხვევაში ყველა ადამიანს აქვს „აქილევსის ქუსლი“ და არც ინფორმაციის მოპოვება ჭირს. მაგრამ, თუ „წაიღლიცინებენ“, ამას ყურადღებას არ ვაქცევ, არ ავყვები და თვალს ვხუჭავ. სხვათა შორის, სოციალური ქსელიდან წამოსული აგრესია, უკვე მკვლელობასა და თვითმკვლელობაში გადავიდა და ეს ვიღაცამ უნდა შეაჩეროს. მე შემიძლია, დავიცვა ჩემი ოჯახი, მაგრამ ყველას ვერ დავიცავ“, - ამბობს ხატია წერეთელი „თბილისელებთან“ საუბრისას.



 

წყარო: თბილისელები