ამერიკაში ევრომარკეტში რუსი ბიზნესმენი ქართულ პროდუქტს ყიდის - ნამდვილი ამბავი

  • 10 აგვისტო 12:26

ჟურნალიტი სოფიკო მთივლიშვილი, რომელიც ამერიკაში ერთ-ერთ კუნძულზე დასასვენებლად იმყოფება, სავაჭრო ობიექტზე აღმოჩენილი ქართული პროდუქტის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც მთივლიშვილი წერს,  Euro Market-ი, რომელშიც ქართული წარმოშობის პროდუქტი იყიდება, რუს ბიზნესმენს ეკუთვნის.


„მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებული შტატების უკიდურეს სამხრეთში ვიმყოფები, კუნძულ ქი ვესტზე.


აქ, ერთ პატარა მაღაზიაში, ქართული პროდუქცია იყიდება. ღვინო, ბორჯომი, აჯიკა, ტყემალი-წითელი/მწვანე.


ამ მაღაზიას Euro Market ჰქვია. მფლობელი რუსია.


პარადოქსი თუ გინდა“, - წერს მთივლიშვილი.