3 დაღუპული და 3 დაშავებული - ავარია ბათუმი-ჩაქვის გზაზე

  • 10 აგვისტო 11:32

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგაზო შემთხვევის შედეგად, აგრეთვე, დაშავდა3 ადამიანი.


ცნობილია, რომ მოქალაქეები ცენტრალურ გზაზე ქვეითად გადაადგილდებოდნენ, როდესაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. 


მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.