რომელ კლასტერს მიეკუთვნება 25 ახალი ინფიცირებული?

  • 10 აგვისტო 11:07

საქართველოში 10 აგვისტოს 25 ინფიცირებული და 10 გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა მიემატა კორონავირუსის სტატისტიკას.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან, 1 წყარო გაჩიანია, 16 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 1 სამედიცინო პერსონალია, 5 იმპორტირებული შემთხვევა, 1 აფხაზეთიდან გადმოყვანილია, 1 პაციენტზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა, კონტაქტების გამოვლენის და წყაროს დადგენის თვალსაზრისით.


ცნობისთვის, 10 აგვისტოს მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1250 ფაქტია დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 1010 და გარდაცვლილია 17 პაციენტი.