ბაბი კირკიტაძე: რაც უნდა დაკავებული იყო, პირადი ცხოვრებისთვის დროს ყოველთვის გამონახავ

  • თბილისელები
  • 10 აგვისტო 11:11

ენერგიული და მუდამ ხალისიანი ბაბი კირკიტაძის კარიერაში სიახლეა, ის ახალი შოუს – „ბაბის შოუს“ – წამყვანი ხდება. როგორც ბაბი ჟურნალ „თბილისელებთან“ ამბობს, ამისთვის მას იმიჯის ცვლილებაც მოუწევს. 

დაძაბული სამუშაო რეჟიმის მიუხედავად რჩება თუ არა მას პირადი ცხოვრებისთვის დრო და სად ერთობა ყველაზე უკეთ, ამის შესახებ ტელესახე „თბილისელების“ დღევანდელ ნომერში საუბრობს.


გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:


– სამსახურს გადაყოლილი ხარ და პირადი ცხოვრებისთვის და გართობისთვის დრო გრჩება?


– მეგობრებთან ყოფნაა ჩემთვის გართობაც, კარგად ყოფნაც და დასვენებაც. თუმცა, ხშირად ვერ ვახერხებ. სამსახურში კი ისეთი გარემოა, ვერთობი კიდევაც და საქმესაც ვაკეთებ. ფაქტობრივად, ერთი ოჯახი ვართ. პირად ცხოვრებას რაც შეეხება, ამ თემაზე არასოდეს ვსაუბრობ. თუმცა, გეტყვით რომ, რაც უნდა დაკავებული იყო ადამიანი, პირადი ცხოვრებისთვის დროს ყოველთვის გამონახავ. ადამიანის სიყოჩაღეზეა დამოკიდებული, რამდენად ააწყობს კარიერასაც და პირადსაც.


– შენ რამდენად ყოჩაღი გამოდექი ამ მხრივ?


– ჩემი ჩაჭრა გინდა, ხომ? (იცინის). ზოგადად, ყოჩაღი ვარ და ბევრ რამეს ვასწრებ. მოუსწრებელი არაფერია. იმერელი ვარ და გენეტიკურად ამ კუთხის ხალხის ხასიათში ზის ყველაფერის მოსწრება. თან, როცა მინდა, ადამიანს ყურადღება არ მოაკლდეს ზედმეტად, შემაწუხებლად ყურადღებიანი ვხდები. იმერული ხასიათი მაქვს იმაშიც, რომ სულ ვიღიმი და პოზიტიურ განწყობაზე ვარ. რასაკვირველია, მაქვს დარდიც, პრობლემაც და ცუდ ხასიათზეც ვარ, არ მეღიმებოდა, მაგრამ ეს ნეგატიური განწყობა სხვას არ უგრძნია. ამ ემოციის „შენიღბვა“ და მართვა შემიძლია. თან დედა სულ მასწავლიდა: შენი ემოცია სხვას არ უნდა მოახვიო თავს და კარს რომ გაიხურავ, გარეთ სხვა ადამიანი უნდა გახვიდეო. ეს გამოვიმუშავე და დიდი პრობლემაც რომ მქონდეს, ვერავინ იგებს, ჩემი ხასიათით სხვას არ ვამძმებ. რატომ უნდა გადავდო სხვას ცუდი ხასიათი? თუმცა, მყავს უახლოესი მეგობრები, სადაც ემოციის მოთოკვა არ მჭირდება და ყველაფერზე ვსაუბრობ, თუმცა, უცხო ადამიანისთვის, ჩემი შინაგანი ემოციის ამოკითხვა რთულია. მათთან ბოლომდე არ ვიხსნები და არ „ვტყდები“.


 

წყარო: თბილისელები