ფაქტია, თამარმა თავი მოიკლა და დამნაშავე მშობელია - ბესო ზანგური

  • 10 აგვისტო 10:51

მსახიობი ბესო ზანგური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის შესახებ წერს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბაჩალიაშვილის ოჯახი სუიციდის მცდელობას გამორიცხავს და გარდაცვალების საქმეს სამსახურს უკავშირებს. მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, გაუჩინარებამდე თამარი სამსახურიდან სახლში აღელვებული მიდიოდა.


ბურუსით მოცული საქმის შესახებ, მოსაზრებას გამოთქვამს, მსახიობი ბესო ზანგური. მისი თქმით, მასაც ჰქონია თვითმკვლელობის სურვილი და ფსიქიატრიულში უმკურნალეს. 


როგორც პოსტიდან ვიგებთ, სუიციდის მცდელობისას გაუჩინარების სურვილი თავადაც ჰქონდა.


„სუიციდის მცდელობა ვისაც გქონიათ ოღონდ მართლა მცდელობას ვამბობ და არა თინეიჯერულ რომანტიულ ქარიზმას, აი მე ისეთი მქონდა 14 დღე სამკურნალოდ ფსიქიატრიულში მიმკურნალეს მსგავსი არ ენახათ...


სამმა მთავარ ანგელოზმა ჩამომიყვანა და ჩამაბარა ექიმებს საიქოდან, მოკლედ ვისაც ქონია დამეთანხმება ყველა მიდიოდნენ და ეძებდით ისეთ ადგილს სადაც ვერ გიპოვიდნენ – ეს არის ფაქტი და ამას ვერავინ ვუარყოფთ, რომ ბაჩალეიშვილმა მოიკლა თავი და დამნაშავე მშობელია.


სულ ესაა.”- წერს მსახიობი.