კაცს, რომელიც 4 დღე ასლოკინებდა, კორონავირუსი დაუდასტურდა - მეცნიერები ვირუსის ახალ სიმპტომზე ალაპარაკდნენ

  • 9 აგვისტო 20:32

ამერიკელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ხშირი სლოკინი შესაძლოა, კორონავირუსის განვითარების ერთ–ერთი ნიშანი იყოს.

უცხოური მედიის ინფორმაციით, მეცნიერები ამ დასკვნამდე მაშინ მივიდნენ, როდესაც 62 წლის პაციენტს კორონავირუსი დაუდგინა, მას ვირუსისთვის დამახასიათებელი არც ერთი სიმპტომი არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ ის ოთხი დღე ასლოკინებდა.


პაციენტი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ განაგრძობს ყოფნას.