აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს ღამურამ უკბინა

  • 9 აგვისტო 16:53

აშშ-ში პრეზიდენტობის კანდიდატს, ლიბერტარიანთა პარტიიდან, ჯო ჯორგენსენს ღამურამ უკბინა. ამის შესახებ ინფორმაცია მან Twitter-ზე თავად გაავრცელა.

რა ვითარებაში მოხდა ინციდენტი, არ კონკრეტდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ეს მისი წინასაარჩევნო ტურის დასაწყისში იყო.


„მას შემდეგ, რაც წინასაარჩევნო ტურის დასაწყისში ღამურამ მიკბინა, სიფრთხილე გამოვიჩინე და ცოფზე აცრას გავიკეთებ“, - დაწერა ჯორგენსონმა.