ისე მრცხვენია ახლა ამის გამო, მეტი რო არ შეიძლება - ნახეთ, რას წერს დათო ლიკლიკაძე

  • 9 აგვისტო 17:10

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, როგორც ჟურნალისტი წერს მის პატარა შვილს გადაღება შესთავაზეს, თუმცა ბავშვის გადაღებაზე წაყვანას ვერ ახერხებს, რადგან  ეველინა ბაკურიანში ისვენებს.

დაიჯესტი ლიკლიკაძის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:


„რაც მე იმ მშობლებს დავცინოდი, ყველგან რომ ჩააკვეხებდნენ თავიანთ შვილს. ისე მრცხვენია ახლა ამის გამო, მეტი რო არ შეიძლება.


აგერ ახლა ერთმა ორგანიზაციამ მითხრა ბავშვის კადრი გვჭირდება და ეველინს ხომ არ მოიყვანთო და არ იცი როგორ ვთხოვე 10 დღე გადაედოთ გადაღება, რადგან ბავშვი ბაკურიანშია დასავენებლად. ვერ გადავდებთ სამწუხაროდო მითხრეს. ერთი გაფიქრება ისიც ვიფიქრე, ხო არ ჩავირბინო ბაკურიანში და ერთი დღით ბავშვი ჩამოვიყვანოთქო, მაგრამ ზუსტად ვიცი ჩემი მეუღლე ამას არაფრით არ დათანხმდებოდა.


მოკლედ ნუღარასოდეს დასცინებთ მშობლებს, რომლებიც აცუდრუკდებიან ხოლმე, როცა მათი შვილის სადმე გამოჩენის შანსი აქვთ. ხდება ხოლმე თურმე... ასე თავისით, სრულიად გაუაზრებლად...


P.S. ნეტა დედაჩემივით არ მოვიქცეოდე, მე-8 კლასამდე ძალით რომ ამღერებდა ჩემს დას ნათესავების ქორწილებში“- წერს დათო ლიკიკაძე.