ვინ იყო თამარ ბაჩალიაშვილის ნამდვილი შეყვარებული და ვისზე ეჭვიანობდა ე.წ შეყვარებული?

  • 2020news.ge
  • 7 აგვისტო 20:21

ვინ იყო 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ნამდვილი შეყვარებული? ვისზე ეჭვიანობდა ბაჩანა ლობჟანიძე - პირი ვინც თავს, გარდაცვლილი პროგრამისტის შეყვარებულად აცხადებს? - ამის შესახებ სააგნეტო „2020NEWS“ წერს. 

როგორც „2020NEWS“ წერს, ბაჩანა ლობჟანიძე თამარისა და თავის უნივერსიტეტელ ნაცნობზე, მიშო იაკობიძეზე ეჭვიანობდა. ბაჩანა, რომელიც ბაჩალიაშვილის შეყავრებულად აცხადებს თავს ფიქრობს, რომ ამ პიროვნებას თამარი მოსწონდა.


ასევე ირკვევა, რომ ბაჩანა ლობჟანიძემ არ იცის ზუსტად, თამარსაც ჰქონდა თუ არა ამ ადამიანის მიმართ რაიმე გრძნობა და თან ასკვნის, რომ შესაძლოა, ბაჩალიაშვილმა მას უარი უთხრა.


„მიშო იაკობიძის მიმართ გარკვეული ეჭვები მაქვს, მგონია, რომ მას თამარის მიმართ რაღაც გრძნობები ჰქონდა“, -  უთხრა „2020NEWS”-ს  ბაჩალიაშვილის ე.წ შეყვარებულმა  ბაჩანა ლობჟანიძემ  და გაიხსენა ერთ-ერთ ფაქტი, როდესაც იაკობიძემ თავის ინსტაგრამ გვერდზე „სთორი“ დადო, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი იაკობიძეს წერდა, რომ კარგი იყო მასთან ურთიერთობა, თუმცა, ეს აღარ გაგრძელდებოდა.  


ლობჟანიძის თქმით, ეს „სთორი“ შემდეგ ინსტაგრამიდან წაშალეს, თუმცა მას სქრინი შენახული აქვს და სწორედ ეს „სთორია“ მისი დაეჭვების ერთ-ერთი მიზეზი.


ცნობისთვის, 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტი თამარ ბაჩლიაშვილი კომპანია „ზეგში“ მუშაობდა.


5 აგვისტოს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის სკანირებიდან, დადგინდა, რომ თამარი გაუჩინარებიდან 2 დღით ადრე ეძებდა ინფორმაციას სუიციდსა და მედიკამენტებზე.  


თამარ ბაჩალიაშვილი სახლიდან გავიდა და 5 დღის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი ტყეში მწყესმა იპოვა. გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

სრული ვერსიის ნახვა 2020news.ge