კი, ადამიანები იკლავენ თავს და ამის მიზეზი, ხან მძიმე ფსიქიკური პრობლემებია, ხან ოჯახია - ჟურნალისტის ემოციური სტატუსი ბაჩალიაშვილზე

  • 7 აგვისტო 16:58

„რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი, ნინო თარხნიშვილი სოციალურ ქსელში თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს და მისი პირადი ცხოვრების აქტიურად განხილვას ეხმაურება.

ჟურნალისტი წერს, რომ მშობლებისთვის ყველაზე რთული იმის დაჯერებაა, რომ შვილმა თავი მოიკლა, თუმცა ჟურნალისტს უნდა სჯეროდეს, რომ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა.


„კი, ადამიანები იკლავენ თავს. და ამის მიზეზი, ხან მძიმე ფსიქიკური პრობლემებია, ხან ოჯახია, ხან წარუმატებელი სიყვარული, ხან რა და ხან რა. უმიმეზოდ – „მოდი, აბა, თავს მოვიკლავ“, ამას არავინ აკეთებს.


არ ვიცი, მე შეიძლება მინდა მჯეროდეს, რომ 23 წლის ქალმა თავი მოიკლა.


და ქვეცნობიერად, ვიცი კიდეც, რატომ მინდა მჯეროდეს ამისი.


იმიტომ, რომ არ მინდა, ვცხოვრობდე, უფრო ზუსტად კი ჩემი შვილი ცხოვრობდეს ისეთ სახელმწიფოში, სადაც შეიძლება ისე სასტიკად მოგკლან შენი საქმიანობის გამო, როგორც ამ გოგოს ოჯახი ფიქრობს, რომ ის მოკლეს.


კიდევ იმიტომ, რომ მეცოდება ეს ახალგაზრდა ქალი, ასე საქვეყნოდ სათრევად – მისი პირადი ცხოვრება, ვინ უყვარდა, ვის უყვარდა, ვისთან მეგობრობდა, ვის რას სწერდა, რას გეგმავდა, რაზე ოცნებობდა, 40 კილო იყო და გასახდომი ჩაი რად უნდოდა და ა.შ.


მასთან დაკავშირებული თითქმის ყველა ინტერვიუ, ბოლოს ღლიცინში გადადის. ადვოკატიდან დაწყებული, „იდუმალი შეყვარებულით“ დამთავრებული, ბოლოს ყველა იღრიჭება.


მშობლებისთვის ყველაზე რთული დასაჯერებელია, რომ შეიძლება შვილმა თავი მოიკლა. და ამის ათასი მიზეზი არსებობს – წესის აუგებლობიდან დაწყებული, „ჩემს შვილს რა სჭირდა თავის მოსაკლავი“-თ დამთავრებული.


თავს ნუ დამესხმებით. ხმამაღლა ვფიქრობ.


გამოძიება რომ კოჭლობით კვდება, ამაზე აღარ ვლაპარაკობ.


უბრალოდ, ხანდახან ადამიანები თავს იკლავენ. და თუ რატომ იკლავენ თავს, ეს უნდა დაადგინოს კარგმა გამოძიებამ – აი, ასე, კუბოს ხრიგინის გარეშე.


პ.ს. კი, რა თქმა უნდა, თვითმკვლელობის ინსცენირებაც ხშირია“- წერს ჟურნალისტი.



ცნობისთვის, 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტი თამარ ბაჩლიაშვილი კომპანია „ზეგში“ მუშაობდა.


5 აგვისტოს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის სკანირებიდან, დადგინდა, რომ თამარი გაუჩინარებიდან 2 დღით ადრე ეძებდა ინფორმაციას სუიციდსა და მედიკამენტებზე.  


თამარ ბაჩალიაშვილი სახლიდან გავიიდა და 5 დღის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი ტყეში მწყესმა იპოვა. გარდაცვალების მიზეზი უცნობია.